რატომ სცადა მეცხრე კლასელმა გოგონამ თვითმკვლელობა?!

 

 

 

რა გახდა მეცხრე კლასელი გოგოს თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი – კითხვაზე პასუხის გაცემა დაშავებული არასრულწლოვანის დედას სავარაუდოდ, დღეს მოუწევს. მეცხრე კლასელის მშობელის განცხადებით, უწყებაში ის უკვე დაიბარეს.


რაც შეეხება მამას, რომელთანაც კონფლიქტს თვითდაზიანებების მიზეზად თავად არასრულწლოვანი ასახელებს, ის კომენტარს არ აკეთებს. ვენების გადაჭრა მე-9 კლასელმა გოგომ სკოლის საპირფარეშოში გაკვეთილების დაწყებამდე სცადა, შემდეგ კი დახმარება მანდატურს სთხოვა.


სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

Related posts