დაეზარათ ღილაკზე ხელის მიჭერა – კობახიძე

 

 

საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა კანონპროექტზე კენჭისყრის მიმდინარეობისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელების პასიურობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.


„ექვს დეპუტატს ისევ დაეზარა ღილაკზე ხელის მიჭერა. არ მგონია მიზეზი ყოფილიყო თავშეკავება, დაეზარათ ღილაკზე ხელის მიჭერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ დღეს და ხვალ დაგეგმილ საკითხებზე კენჭისყრა ვერ ჩატარდება, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს კვლავ რიგგარეშე სხდომების დანიშვნის აუცილებლობა დადგება.


„დღეს გვექნება კენჭისყრები, როგორც კი დავასრულებთ მეორე მოსმენით ყველა საკითხის განხილვას, საღამოს, სავარაუდოდ, შვიდიდან ცხრა საათამდე შედგება კენჭისყრა. იმ შემთხვევაში თუ დღეს და ხვალ კენჭისყრებს ვერ ჩავატარებთ, შევიკრიბებით ოთხშაბათს და ხუთშაბათს რიგგარეშე სესიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related posts