მთავრობამ კლინიკას ათქმევინა უარი


 

 

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანენ. ოჯახმა უკვე თავად შეარჩია კლინიკა, სადაც დაჭრილის გადაყვანა სურს.


19 წლის ახალგაზრდის ტრასნპორტირებასთანდაკავშირებით მაჩალიკაშვილები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდებიან. თავად დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

„პირადად დაველაპარაკეთ ბერლინს. ხომ დაინახეთ მოგვივიდა ინვოისი, ვიღებთ პაციენტს ოღონდ თქვენ გადაიხადეთ. გავუგზავნეთ სამინისტროს, სამინისტრომ როგორც კი ეს გაიგო 9-ის 14 წუთს მომწერეს მეილზე, უარს ვაცხადებთო ადგილების უქონლობის გამო. ეს ხომ აბსურდია. ეს ამათ ათქმევინეს, მთავრობამ კლინიკას ათქმევინა უარი.

„იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ, თუ ასეთი დამნაშავეები არიან მთელი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად, რატომ დაიარებიან თბილისშიც და ხეობაშიც,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა.

Related posts