სასამართლომ ირაკლი ჩხვირკია პატიმრობაში დატოვა



>

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჩხვირკია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.


ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე ბრალდებულს წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.


ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობაში დატოვება მისი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გააპროტესტეს. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ “თავისუფალი ზონის” წევრები. ისინი ამ წუთებში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

თრიალეთი TV