გარემოვაჭრეების საპასუხოდ ბაზარში კონტრაქცია იმართება

გარემოვაჭრეების აქციის პარალელურად აქცია იმართება ბაზარში. შიდა მოვაჭრეები კონტრაქციას მართავენ და გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.„წლებია გვაწუხებს გარევაჭრობა, ჩვენ არ გვინდა მუშაობა, ძლივს ვიხდით ადგილის ფულს, ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, რომ მერია თურმე 4 საათის შემდეგ იძლევა გარევაჭრობის უფლებას, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, მაშინ ჩვენც გავალთ გარეთ და დავდგებით, თუ იმათთვის არის დაშვებული გარევაჭრობა, მაშინ დაუშვან ჩვენთვისაც”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაია ლაშხია

წყარო:odishinews.ge

 

Related posts