თემირლან მაჩალიკაშვილი, პროკურორთან შეხვედრაზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მთავარ პროკურატურაში შეხვედრაზე შევიდნენ. როგორც მედიასთან საუბარში თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა ის ძირითადი მოთხოვნები არის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა.

„პირველყოვლისა, ჩვენი მოთხოვნებია დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, აღიარონ მრომ თემირლანი არის უდანაშაულო და სუსმა ადვოკატებს მისცენ საშუალება იმუშაონ , რათა გავიტანოთ საქმე ევროპულ სასამართლოში. ეს მხოლოდ ჩემი მოთხოვნა არ არის. ეს არის ნახევარზე მეტი საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა და ეს არის ევროპაში მყოფი ყველა ჩეჩნური დიასპორის მოთხოვნა. ეს არის მთელი პანკისის ქისტების მოთხოვნა. „ -განუცხადა მედიას პროკურატურაში დანიშნულ შეხვედრამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დუისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ​თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს დღეს ხვდებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ოჯახის ადვოკატიც.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა და გარდაიცვალა.


 

Related posts