პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი - მითები არაბიზაციასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ვერ შეიძენდა ბინას, უტრირებულია - ხელმისაწვდომია ქართველებისთვისაც, ბინები ქართული დეველოპერული კომპანიების მხრიდან ანალოგიურ ფასებში იყიდება
11 წუთის წინ

ლევან მაჭავარიანი - მითები არაბიზაციასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ვერ შეიძენდა ბინას, უტრირებულია - ხელმისაწვდომია ქართველებისთვისაც, ბინები ქართული დეველოპერული კომპანიების მხრიდან ანალოგიურ ფასებში იყიდება

ნებისმიერი ისტერიკა, რასაც ჩვენ რადიკალების მხრიდან ვუყურებთ, იქნება ეს „გამჭვირვალობის კანონი“, უპრეცედენტო ინვესტიცია, განათლების რეფორმა, თუ ფასების დაწევა სასურსათო პროდუქტზე, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის და ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს, რადიკალური ოპოზიცია ისტერიკას ტეხავს და ეს, რა თქმა უნდა, ინდიკატორია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ესე იგი ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერი კარგად არის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით საუბრისას.

მაჭავარიანის განცხადებით, „მითები არაბიზაციასთან დაკავშირებით უტრირებულია“, რამდენადაც ბინის საშუალო საბაზრო ღირებულება 2 000 $, რაც შესაძლებელს ხდის ქართველებისთვისაც ბინის შეძენას, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი დეველოპერებიც ანალოგიურ ფასებში ყიდიან ბინებს.

„ნებისმიერი ისტერიკა, რასაც ჩვენ რადიკალების მხრიდან ვუყურებთ, იქნება ეს „გამჭვირვალობის კანონი“, უპრეცედენტო ინვესტიცია, განათლების რეფორმა, თუ ფასების დაწევა სასურსათო პროდუქტზე, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის და ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს, რადიკალური ოპოზიცია ისტერიკას ტეხავს და ეს, რა თქმა უნდა, ინდიკატორია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ესე იგი ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერი კარგად არის. კონკრეტულად, Eagle Hills-თან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, ეს იქნება სიგნალი და ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო და მიბაძავენ Eagle Hills-ს სხვა მსხვილი კომპანიებიც, ხოლო, რაც შეეხება მითებს არაბიზაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისეთი ფასი იქნებოდა უშუალოდ ბინაზე, რომ ქართველი ვერ შეიძენდა და მხოლოდ არაბები მოახერხებდნენ შეძენას, ესეც ყველაფერი უტრირებულია. ჩვეულებრივი, საშუალო საბაზრო ფასი 2 000 $, რაც უკვე დაანონსებული აქვს Eagle Hills-ს დაიწყო გაყიდვები და რა თქმა უნდა, ეს ხელმისაწვდომი არის ქართველი ბინის მყიდველებისთვისაც, ვინაიდან, ანალოგიურ ფასებში იყიდება ბინები ქართული დეველოპერული კომპანიების მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები