დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, როდის დაკითხავენ შვილმკვდარ დედას, უცნობია

დოდო გუგეშაშვილს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს გადაიყვანენ. როგორც ღუდუშაურის კლინიკასთან შეკრებილ ჟურნალისტებს დაჭრილი პოლკოვნიკის მეგობარმა, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ იმნაძემ განუცხადა, გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია.

მისივე ინფორმაციით, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

„ამ ეტაპზე გუგეშაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კვლავ რეანიმაციაშია და პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ, თუმცა როგორც ექიმმა გვითხრა, პალატაში დღეს გადაიყვანენ, მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. არ ვიცი, დღეს დაკითხავენ თუ არა სამართალდამცველები”, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

საავადმყოფოსთან მყოფი დოდო გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობარი სამსონ ბრეგვაძე ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს იმის შესახებ, თუ როდის დაკითხავენ სამართალდამცველები გუგეშაშვილს.

“როცა გადაიყვანენ პალატაში, ალბათ, ამის შემდეგ მოხდება დაკითხვა, თუმცა არ მგონია, ეს დღეს მოხდეს. უმჯობესია, ჯერ ეძინოს, რომ ფილტვი კარგად შეხორცდეს”, – განაცხადა ბრეგვაძემ.

კითხვაზე, იცის თუ არა დოდო გუგეშაშვილმა შვილის მკვლელის ვინაობა, სამსონ ბრეგვაძე განმარტავს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

წყარო:newposts.ge

 

Related posts