ვინ გაიყვანა სახლიდან 20 წლის გოგონა სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, თემქაზე მომხდარ მკველობაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – 20 წლის გოგონას, რომელიც გარდაცვლი იპოვეს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
მოკლულის მეზობლების ინფორმაციით, გოგონას სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი.
„ამბობენ, რომ ყელი აქვს გამოჭრილი. ჩემი მეზობელი იყო, აქ დაიბადა და ჩემს თვალ წინ გაიზარდა. უკონფლიქტო ბავშვი იყო”, – აღნიშნა მედიასთან საუბრისას მოკლული გოგონას მეზობელმა.
როგორც ირკვევა, ა.ნ. სტუდენტი იყო. ის სახლიდან უცნობმა მამაკაცმა მანქანით გაიყვანა.
„სახლში მოაკითხა ვიღაცამ, ანა ხალათით იყო… მანიაკებითაა სავსე ქალაქი”, – ამბობს მოკლულის მეზობელი.
ერთ-ერთი ვერსია, რომელიც შეყვარებულთან კონფლიქტს შეეხებოდა, დღეს გარდაცვლილის მეგობრებმა გამორიცხეს.
„შეყვარებულთან კონფლიქტი არ ჰქონია, ამას გამოვრიცხავ”, – განაცხადა გარდაცვლილის ახლო მეგობარმა.
21 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღეს, დილით იპოვეს. ადგილზე მობილიზებული სამარტალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით შს სამინსიტროს წარმომადგენლებისთვის ცნობილია ის ავტომობილი, რომლითაც სავარაუდო მკვლელმა შემთხვევის ადგილი დატოვა.
გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

წყარო: newposts.ge

 

Related posts