თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, მათ შორის 2 900 პასიური მწეველი.
“თამბაქო აღიარებულია 21-ე საუკუნის ყველაზე უფრო დიდ მკვლელად. თამბაქოზე მთელ მსოფლიოში მოდის სიკვდილიანობის დაახლოებით 10% – 7 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება თამბაქოთი გამოწვეული ზიანით. საქართველოში ეს ციფრი პროცენტულად უფრო მაღალი გვაქვს. ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი რისკფაქტორი დღეს არაგადამდები დაავადებების განვითარებისა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: newposts.ge

>

 

თრიალეთი TV