დიღმის მასივში მე-8 სართულიდან 17 წლის მოზარდი გადმოვარდა

დიღმის მასივში მე-8 სართულიდან 17 წლის მოზარდი გადმოვარდა. დაზარალებული მრავლობითი მოტეხილობით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოზარდს ჩაუტარდა გამოკვლევები და ოპერაციისთვის ემზადება. სტაბილურია თუ არა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

წყარო: NEWS.On.ge

 

Related posts