პოლიტიკა

ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში შერევასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო გამოყენებაზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მათ შორის საია თავიდანვე საუბრობდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე წერს.
19 წუთის წინ

ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში შერევასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო გამოყენებაზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მათ შორის საია თავიდანვე საუბრობდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე წერს.

ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ამის თაობაზე არა ერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, ასევე შესაბამის უწყებებს მისწერეს, თუმცა ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდნენ.

„BBC-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ფილმში საუბარია სწორედ ამ პრაქტიკაზე და ფილმის ავტორები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული.

გიზიარებთ დაზარალებულების ისტორიებს, რომლებიც მათთან ჩატარებული ინტერვიუების დროს შევკრიბეთ:

დაზარალებული V98 (27 წლის ქალი): „სამართალდამცავებმა განსაკუთრებული რაოდენობით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, სავარაუდოდ, ქიმიური დანამატებით, რამაც გამოიწვია კანის დამწვრობა, სასუნთქი გზების და ფილტვების დაზიანება. სუნთქვა მიჭირდა“.

დაზარალებული V97 (25 წლის მამაკაცი): „30 ნოემბრის ღამეს ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ მოულოდნელად მასობრივად გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. დემონსტრანტებმა იგრძნეს ძლიერი, გაუსაძლისი წვა ცხვირსა და ყელში. შედეგად, ზოგიერთმა მათგანმა გონება დაკარგა".

დაზარალებული V91 (36 წლის მამაკაცი): „30 ნოემბრის ღამეს ცრემლსადენი გაზის გამოყენებამ გამოიწვია სასუნთქი გზების მძიმე დაზიანებები, ძლიერი ხველა და ცრემლდენა“.

დაზარალებული V95 (26 წლის ქალი): „პირველი დეკემბრის ღამეს დიდი რაოდენობით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სხვა უცნობი ნივთიერებები. ვგრძნობდით ძლიერ წვას ცხვირ-ხახაში, ვახველებდით და ვკარგავდით სუნთქვის კონტროლს".

დაზარალებული V94 (36 წლის მამაკაცი): „ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ სპეცრაზმის მხრიდან დემონსტრანტების თავზე ნასროლმა გაზის კაფსულებმა სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია".

დაზარალებული V93 (35 წლის ქალი): „ბილტმორის“ მიმდებარედ პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი უშუალოდ ხალხის თავზე გაუშვა, რამაც მათ გადაადგილების საშუალება მოუსპო".

იმის ხაზგასმაც ზედმეტია, რომ არც ერთი ეს საქმე არ არის გამოძიებული, არავინაა დასჯილი და დღემდე იგნორირებულია მოთხოვნა, გასაჯაროვდეს გამოყენებული ნივთიერების მახასიათებლები“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები