გუდაურში დაშავებული ერთი პირი რეანიმაციულ განყოფილებაშია – რას აცხადებს ექიმი

გუდაურში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული 5 პაციენტი ამ დროისთვის ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. ერთ მათგანს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმის განცხადებით მისი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია და მას რამდენიმე საათში აპარატიდან მოხსნიან. აღნიშნულ პირს ოპერაცია ხერხემალზე გაუკეთდა ასევე დაზიანებული ქონდა მხარი და ლავიწი.
დანარჩენი 4 დაშავებული პირის მდგომარეობა სტაბილურია მათ განსაკუთრებუკლი სამედიცინო ჩარევა არ დაჭირვებიათ და ისინი საავადმყოფოს დღეს ან ხვალ დატოვებენ.

„ხუთი პაციენტიდან ოთხი ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის განყოფილებაშია, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ კლინიკას დატოვებენ.

ერთი პაციენტი, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანეთ. მისი მდგომარეობაც სტაბილურია და აპარატიდან, ალბათ, რამდენიმე საათში მოიხსნება, ვითარებას ჩვენ სტაბილურად განვიხილავთ. აღნიშნულ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ხერხემლის მალის დაზიანებაზე, ასევე მხარი და ლავიწი იყო დაზიანებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სტაბილურია.

დანარჩენებს აქვს მცირედი დაზიანებები დაჟეჟილობები, რომელიც განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს.” – განაცხადა ღუდუშაურის საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

 

Related posts