ჯგუფი „მგზავრები“ რუსეთში კონცერტებს გამართავს

ქართული ჯგუფი „მგზავრები” რუსეთში კონცერტებს გამართავს. საკონცერტო ტურნეს ფარგლებში „მგზავრები” 14-დან 27 აპრილის ჩათვლით გამოვლენ მოსკოვში, კრასნოიარსკში, ნოვოსიბირსკში, ომსკში, ტიუმენში, ყაზანში, სამარასა და სარატოვში.

ჯგუფი „მგზავრები” 2006 წელს შეიქმნა და ძირითადად ქართულ ენაზე დაწერილ სიმღერებს ასრულებს, თუმცა ბოლო წლებში რეპერტუარში უკრაინული და რუსული სიმღერებიც დაამატეს. ცოტა ხნის წინ „მგზავრების” სიმღერა „Пообещай” (ქართ. „დამპირდი”) Berlin Music Video Awards-ის საუკეთესო ვიდეორგოლის ნომინაციაში მოხვდა. კლიპი რუსმა რეჟისორმა ივან სოსნინმა გადაიღო.

 

 

წყარო: reginfo.ge

 

Related posts