პოლიტიკა

ჯო უილსონი - აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება
1 საათის წინ

ჯო უილსონი - აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება

აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

„აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, რომლის მიზანიც პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტებაა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ეს უნდა შეისწავლოს. ამ საკითხის შემდგომ შესწავლას მოუთმენლად ველი“, - წერს ჯო უილსონი X-ზე.

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი OC-Media-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ „აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმარი, დავით კუხალაშვილი მოსკოვში იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორია, რომელიც კლიენტებს კონსულტაციას უწევს, რათა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და აქტივების გაყინვას თავი აარიდონ“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები