ავტომობილი, რომელიც 11 წლის მოზარდს დაეჯახა მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის სარგებლობაშია

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე 11 წლის მოზარდს სახწლმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის სარგებლობაში არსებული ავტომობილი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილს მინისტრის მძღოლი მართავდა და თავად ქეთევან ციხელაშვილის ავტომობილში იმყოფებოდა.

დაშავებული მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

წყარო: newposts.ge

 

Related posts