საქართველოს საავტომობილო გზებზე რამდენიმე კილომეტრიანი სცობებია

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, საქართველოს სავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადატვირთულია. საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით საპატრულო პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის 27-ე კილომეტრეზე (აღნიშნულ მონაკვეთზე სტეფანწმინდიდან და დასაველთ საქართველოდან მომავალი ნაკადები ერთმანეთს უერთდება); თბილისი-სენაკი-ლესელიძის 135-დან 130-ე კილომეტრამდე (კერძოდ, ქალაქ ხაშურთან და დაბა სურამთან).

ასევე შეფერხებულია მოძრაობა კახეთიდან თბილისის მიმართულებით. საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.



წყარო: interpressnews.ge

 

Related posts