პოლიტიკა

ნიკა გვარამია - ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არაფერი წერია, X,Y და Z-ებია  საქმეში და თავი როგორ უნდა ამოვიცნო? - ამდენუცნობიან განტოლებაში ბრალი როგორ უნდა წამიყენოთ?

ნიკა გვარამია - ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არაფერი წერია, X,Y და Z-ებია საქმეში და თავი როგორ უნდა ამოვიცნო? - ამდენუცნობიან განტოლებაში ბრალი როგორ უნდა წამიყენოთ?

მისი თქმით, მისი სისხლის სამართლებრივი საქმე მრავალუცნობიანი განტოლებაა.

"ბრალის დადგენილებაში - იმან ეს ქნა, ამან ეს ქნაც" - კი არ წერია. მოყვანილია სისხლის სამართლის ფორმა, ჩამოთვლილია მტკიცებულებების სახეობები. ჩემი ბრალის საქმეში, ჩემზე არაფერი წერია - არაფერი. ორი წინადადებით წერია ჩემზე, პოლიციელების ჩვენებაში, რომ „5-6 კაცი იდგა, მათ შორის ერთ-ერთი მგონი, ეგ იყო და საუბრობდნენ, მაგრამ რაზე საუბრობდნენ, არ ვიცი, არ მესმოდაო". ამ ამდენუცნობიან განტოლებაში ბრალი როგორ უნდა წამიყენოთ? ამაზე ქვემოთ რა ტივტივებს?

X,Y და Z-ებია საქმეში და ჩემი თავი როგორ უნდა ამოვიცნო? იქნებ რას ვამბობ, იქნებ უარვყოფ, რომ იქ ვიყავი, იქნებ იმ დროს თბილისში არ ვიყავი, ამიტომ არ წერია რიცხვი, რომ არ ააცილოთ. რა მარტივი გამოსავალი გიპოვიათ. უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს პოლიციელები ბუნებაში არსებობენ. ამის გარდა კი დანარჩენი ყველაფერი მოსაზრებებია, რომელიც ჩემი ბრალის წინაპირობას წარმოშობს. ფრაზაც არ წერია სად და როდის ვიდექი. საქმე რომ მოსამართლემ არსებით განსახილველად გადასცეს, ეს როგორ უნდა დაასაბუთოს, როდესაც ადამიანი საქმეში ნახსენები არ არის. ან აქ რატომ ვართ და რა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ავტომატით ხომ არ დავდევდით ვინმეს? ავტომატით ბადრის [ჯაფარიძე] რომ დასდევდნენ და ლაკასაც [ელენე ხოშტარი] ვიცი, ჩემს მშობლებსაც.

ეს ის შემთხვევაა, რომელიც ნაღდად არ მინახავს. ჩვეულებრივი განტოლებაა.

ქვეყანაში საოცრება ხდება და პრემიერი კვერცხის ფასს იხილავს. კვერცხამდე ჩამოკვერცხდა. დავით აღმაშენებელიც რომ ვახსენო, ამ საქმესთან შემხებლობაში იქნება.

თქვენ [პროკურორებს] პატარა სოფელს ირჩევთ, „ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე“-ს ნაცვლად, მაგრამ ყველა დანარჩენს სხვა რაიმე გვაქვს არჩეული.

ეს საქმე საქართველოს პროკურატურისთვისაც ნამეტანია. ეს არა კითხვადი ტექსტია. წაკითხულის შინაარსი დაწერეო რომ მითხრან, ვერ დავწერ",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები