სოფელ კალაურში მოკლული მამაკაცის დედა – ჩემი შვილი ოჯახში დაყაჩაღების მიზნით შემოჭრილმა ნიღბიანებმა მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კალაურში მოკლული მამაკაცის დედის განცხადებით, მისი შვილი ოჯახში დაყაჩაღების მიზნით შეჭრილმა ნიღბიანებმა მოკლეს.

როგორც „ინტერპრესნიუს” გარდაცვლილის დედამ ანა ქევხიშვილმა განუცხადა, ღამით სახლში უცნობი ნიღბიანები შეიჭრნენ და ფულს ითხოვდნენ.

>

“ღამე იყო, როდესაც ნიღბიანები მოვიდნენ, ფულს მთხოვდნენ, მემუქრებოდნენ. მათ ჩემი შვილი სხვა ოთახში გაიყვანეს, სადაც, როგორც შემდეგ გავიგე, მოკლეს. თავის არეში აქვს დაზიანებები. სახლში ფული გვქონდა, რომლითაც ტრაქტორი უნდა გვეყიდა და ის ფული აღარ არის”, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ ანა ქევხიშვილმა.

ოჯახის ინფორმაციით, წაღებულია 20 ათასი ლარი, რომლითაც ტრაქტორის შეძენას აპირებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო: interpressnews.ge

 

თრიალეთი TV