გეგუთის კოლონიაში 1000-მდე პატიმარი შიმშილობს

 

გეგუთის კოლონიაში ათასამდე პატიმარი შიმშილობს. კოლონიაში მოშიმშილე პატიმრებს   საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეხვდა. მანამდე კი ციხეში ომბუდსმენის წარმომადგენელი იმყოფებოდა.   სახალხო დამცველი ადასტურებს სოზარ სუბარის განცხადებას, რომ მინისტრს გეგუთის ციხეში მოსალოდნელ მოვლენებზე ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე გააჩნდა. უჩა ნანუაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში, გეგუთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციებს გაუგზავნის. 

 

Related posts