აგარიდან თბილისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობისას 66 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა

აგარის შაქრის ქარხნის დახურვას თანამშრომლები კვლავ აპროტესტებენ. აგარიდან თბილისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობისას 66 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა.
აქციის მონაწილეებს გორის სამხედრო ბაზის მახლობლად გაჩერება მოუხდათ. რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამ წუთებში მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კომპანია „აგარის შაქრის” თანამშრომლემა, დღეს, საპროტესტო მსვლელობისას, 30 კილომეტრზე მეტი მანძილი გაიარეს. ისინი თბილისისკენ ფეხით მიემართებიან, სადაც აქციის გამართვას მთავრობის კანცელარიასთან აპირებენ.




 

წყარო: interpressnews.ge

 

Related posts