საპარლამენტო უმრავლესობის ხვალინდელი სხდომა შესაძლოა არ შედგეს – გუნდის ნაწილს შეკრებაზე ივანიშვილის დასწრება სურს

გადამწყვეტი სხდომა უმრავლესობაში, რომელიც ხვალ საღამოს 07:00 საათზე უნდა დაიწყოს შესაძლოა არ შედგეს. დეპუტატების თქმით, სხდომა სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე, შაბათს თბილისში პარტიის ოფისში გაიმართება. უმრავლესობის ნაწილს შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრება სურს.
რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა არ შედგეს რადგან, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში ჩასვლას ვერ შეძლებს.




 

წყარო: newposts.ge

 

Related posts