მე შევცვლი?!

გარემო, სადაც ვცხოვრობთ, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენზე ზეგავლენას ახდენს. გვაქვს დისკომფორტი, ხანდახან პროტესტი და ხშირად დაუცველობის შეგრძნება. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ჟურნალისტებმა, ექიმებმა, მასწავლებლებმა, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელმა, ან დიასახლისმა და სტუდენტმა?


დაველოდოთ მსოფლიო განვითარების ტენდენციებს? რომლებიც ცოტა არ იყოს მოგვიანებით შემოდის ხოლმე ჩვენს საყარელ საქართველოში. დაველოდოთ მთავრობას, რომ იქნებ გაახსენდეთ და მოგვიგვარონ ესა თუ ის დისკომფორტი? თუ გავაცნობიეროთ, რომ დღეს მხოლოდ ჩვენშია გამოსავალი. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენს თავზე და საზოგადოების გარკვეულ ნაწილზეც.


ვიმოქმედოთ! ინიციატივები და ჩამოყალიბებული სამოქმედო მიზნები, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება – აი, სად ვხედავ გამოსავალს, არამარტო მე, არამედ ჩვენი მთავრობა, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო წარმომადგენლობაც.
სწორედ ამ ცვლილებების დასანერგად, ჩვენი აქტიურობის შედეგების გასამტკიცებლად დაიწყო https://ichange.gov.ge/პეტიციების პორტალის წარმოება.


თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი, ნებისმიერი საკითხის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა: რეგინალური განვითარება, განათლება, სოციალური საკითხები, კულტურა, სპორტი, მეცნიერება, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება – ეს არასრული ჩამონათვლია იმ თემების, რომელთა პრობლემების მოსაგვარებლად შეგვიძლია პეტიციაშექმნათ. საკმარისი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში მას საქართველოს მთავრობა განიხილავს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. 10 000 ხმა არის ის რაოდენობა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია რეალური საზოგადოებრივი ცვლილებები მოვახდინოთ, ესაა საზოგადოების ძალა.


https://ichange.gov.ge/ -ს მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობა, მისი საქმიანობის გამჭვირვალეობის ხელშეწყობა და საზოგადოებისა და მთავრობის ურთიერთობების გაღრმავება.


რა პეტიციებს ვხვდებით ჩვენს რეალობაში, საიტზე შესვლისას დავინტერესდით პეტიციების თემატიკით. რა აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. რომელი საკითხებია აქტუალური დღეს?
რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი პეტიცია სოციალური საკითხების პრობლემებით არის წარმოდგენილი, შემდეგ კი მეორე ადგილს რეგიონალური განვითარება იკავებს, თუმცა დასრულებული და შემდგარი პეტიცია ვერ მოვიძიე საიტზე. რამაც ძალიან გამაკვირვა და იმედიც გამიცრუა.


რატომ არის საზოგადოება პასიური? რატომ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას? ამ საკითხებზე პეტიციების ავტორებს მივწერე. დავინტერესდი მათი აზრით, თუმცა საკონტაქტო ინფორმაცია ამ მხრივაცმიუწვდომელია. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა პეტიციის ავტორთან კომუნიკაციის დამყარება.


მაგალითისთვის გთავაზობთ პეტიციებს:
კმარა არაჯანსაღი საკვები სრეკლამირება ბავშვებზე პეტიცია 19 აპრილს გამოქვეყნდა და 8 ხელმომწერი ყავს, კიდევ 9992 ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი პეტიციას რომ ის ჩვენმა მთავრობამ განიხილოს. ამისთვის კიდევ 26 დღე გვაქვს დარჩენილი. ნუთუ ასეთი უმნიშვნელოა ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობა? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ცუდ მაგალითებს წავაწყდით.


დაბრუნდეს მარტოხელა მშობლის სტატუსი და აღნიშნული სტატუსის მქონე პირებს დაენიშნოს დახმარება შვილების სრულწლოვანებამდე – პეტიცია გამოქვეყნდა 16



აპრილს აქვს 9 ხელმოწერა და დარჩენილი 9991 ხმა უნდა მოაგროვოს 25 დღის განმავლობაში.
აიკრძალოს პოლიეთილენის პარკებისმოხმარება – დამეთანხმებით აღნიშნული პეტიციის მიღება თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლო იქნება. გავუფრთხილდებით გარემოს და ჩვენს ისედაც საგანგაშოგარემო დაბინძურების ფაქტორებს უკეთესობისკენ შევცვლით, მიუხედავად იმისა რომ პეტიცია ახალი გამოქვეყნებულია, საზოგადოებისგან აქტიურობა არც აქ შეიმჩნევა, პეტიცია 18 აპრილს გამოქვეყდნა და სულ 8 ხელმომწერი ყავს. როგორ ფიქრობთ კიდევ 27 დღეში მოახერხებს 9992 მხარდამჭერი ხმის დაგროვებას?


მაღალმთიანის სტატუსის მინიჭება ილტოს ხეობისათვის, გამოქვეყნებულია 2 აპრილს და აქვს მხოლოდ 30 ხმა, პეტიცია რომ შედგეს 12 დღეში უნდა მოაგროვოს კიდევ 9970 ხელმოწერა.
საინტერესოა, რატომ არ აქტიურობს საზოგადოება? ჩვენი მომავალი ხომ ჩვენს ხელშია?!
ყველაზე საქმიან სოციალურ გვერდზე linkedin- ზე დავსვი შეკითხვა:
https://ichange.gov.ge/ – ზე გაქვთ თუ არა ინფორმაცია? რას იტყვით ამ ინიციატივაზე?
ვფიქრობ საინტერესოა, საზოგადოებრივად აქტიური, საქმიანი და წარმატებული ადამიანები რას იტყვიან ამ ინიციატივაზე, ან იტყვიან თუ არა.


24 საათის შემდეგ ჩემს პოსტს, ( უნდა აღვნიშნო რომ linkedin-ზე საკმაოდ აქტიური ვარ და ძალიან პოპულარული განაცხადებით ვსარგებლობ) ჩემს ინიციატივას აზრი დაეფიქსირებინათ,ჰქონდა შემდეგი შედეგი:4 მოწონება, 500 ნახვა და არცერთი კომენტარი. სამწუხაროდ, აქაც დაბალი აქტივობით გამოირჩევა მოქალაქეთა უმრავლესობა, სოციალური თუ მოქალაქეობრივი საკითხების შესახებ.


მე, როგორც ჟურნალისტი, როგორც ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა აქტიურობა და პასუხისმგებლოების გაცნობიერებაა.


დიახ, ჩვენ ვართ ყველაფერზე პასუხისმგებლები: სად ისწავლიან ჩვენი შვილები, ან რას ისწავლიან, როგორი შრომითი უფლებებით მოგვიწევს მუშაობა, როგორ გარემოში ვიცხოვრებთ და ვცხოვრობთ, როდის ვიქნებით უფრო ჯანმრთელები და წარმატებულები, ყველაფერი ჩვენი დღევანდელი ქცევის შედეგია.



მოქმედება, აქტიურობა, პასუხისმეგბლობის აღება და ერთმანეთის გვერდით დგომა მხოლოდ, სიტყვებად კი არ დარჩეს, მოქმედებაში უნდა გადმოვიტანოთ.


ჩვენი მოვალეობაა, შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს და რაც გვინდა რომ ხვალ უკეთესობისკენ განვავითაროთ – სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს https://ichange.gov.ge/.
შეგახსენებთ , რომ


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში პარტნიორობას უწევს საქართველოსიუსტიციის სამინსიტრო სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI).


ჟურნალისტი: ნინო ბაშარული.

 

Related posts