2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 107 ადამიანი გარდაიცვალა

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 107 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ Bpn.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.


შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 3 თვეში ქვეყანაში სულ 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევებიდან 54 გამოწვეული იყო სიმთვრალით. 3 თვის განმავლობაში ავარიების შედეგად 1 986 დაზარალდა, 107 ადამიანი კი გარდაიცვალა.


რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ქვეყანაში სულ 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 160 შემთხვევა გამოწვეული იყო სიმთვრალით. შსს-ს სტატისტიკით, შარშან ავარიების შედეგად დაზარალდა 8 461 ადამიანი, 517 კი გარდაიცვალა.





 

 

 

 

 

წყარო: interpressnews.ge

 

Related posts