გორის საკრებულოს სხდომაზე ქვორუმი არ შედგა

გორის საკრებულოზე ქვორუმი არ შედგა, რის გამოც სხდომა ერთი საათით გადაიდო. 40 დეპუტატიდან სხდომაზე დაახლოებით 15 დეპუტატი გამოჩნდა მათი უმრავლესობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. 11 საათზე ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე არ გამოჩენილა, არც თავმჯდომარე და არც მისი ორი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილედ კობა ბერიანიძე იმის გამო აირჩიეს რომ სხდომას გაძღომოდა იმ შემთხვევაში თუ არც თავმჯდომაერე და არც პირველი მოადგილე არ იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში არცერთი მათგანი სხდომაზე არ მისულან, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები.

Related posts