ბექა წიქარიშვილი – ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ

კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართულები, ჯერ შეთანხმებული არ არის და ამიტომ ეს არის პრინციპული, რათა ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია საუბრის, – ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განუცხადა, სადაც შს მინისტრსა და რუსთაველზე გამართული აქციის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს.


აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა იქნება ტექნიკური ხასიათის, რათა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდეს.


“ჩვენ პირველ რიგში, ფორმატი უნდა შევათანხმოთ. უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართულები, ჯერ შეთანხმებული არაა და ამიტომ ეს არის პრინციპული, რათა ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია საუბრის. საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ. აქციის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით. მე დაპირისპირებას ვერ დავუშვებდი”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.






 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: interpressnews.ge

Related posts