გახარია ბოდიშს იხდის, თუ დადასტურდა, რომ სპეცოპერაციისას იყო გადაცდომა

აქცია “ჩენი თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ორგანიზატორი ბაია პატარაია ამბობს, რომ შს მინისტრი, გიორგი გახარაი ბოდიშს იმ შემთხვევაში იხდის, თუ დადასტურდა, რომ 12 მაისის სპეცოპერაციისას გადაცდომები იყო. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში განაცხადა.


მისვე თქმით, მინისტრთან შეხვედრისას მას ჰქონდა კითხვები, თუ რას ნიშნავდა გახარიას ბოდიში და რამდენად შინაარსიანი იყო ის. როგორც პატარაია ამბობს, უწყება არ აღიარებს, რომ სპეცოპერაციის დროს გადამეტებას ჰქონდა ადგილი.


12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სპეცოპერაციას წინ 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებები უძღვოდა და მათ ნარკორეალიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.


როგორც მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, ბასიანსა დაგალერიში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა და პოლიციის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ლეგიტიმური იყო. მისივე განმარტებით, პოლიცია მოქმედებდა კანონის ჩარჩოებში.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: on.ge

თრიალეთი TV