რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამ აბსურდზე, არ ვიცი. ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან, - ამის შესახებ ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახალაიას რაიმე დანაშაულთან გაიგივება ღიმილის მომგვრელია.
„რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამ აბსურდზე, არ ვიცი. არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან, შესაბამისად, მისი უბრალოდ კავშირის არსებობა, რაიმე დანაშაულთან გაიგივება, ისეთი საკითხია, რომ შეიძლება გაგეღიმოს ადამიანს. საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს? მე არ მესმის.
WIFI ანი ნადარეიშვილზეა გაფორმებული და ამ WIFI-ზე, ვინ იყო დაკავშირებული, კაცმა არ იცის. ოჯახში WIFI-ზე რამდენი ვსარგებლობთ, ხომ? რომელმა დარეკა, ჯერ ესეც არ იციან და სახლში რომ WIFI აქვთ და ანიზე არის გაფორმებული, კი, ეგრეა, მაგრამ მერე რა? იმ WIFI-დან ვიღაცასთან რომ მოხდა დაკავშირება, არ იცი, ვინ დაურეკა, არ იცი, რაზე ელაპარაკა და [უთხრა] ორგანიზატორი ხარო, უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.