"არავინ არ იცის, ფიზიკურად სად იმყოფება ზაზა სარალიძე" – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. „ახალი საქართველოს” ლიდერმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს მიმართა. მისი თქმით, მათთვის უცნობია, სად იმყოფება ზაზა სარალიძე.


“არავინ არ იცის, ფიზიკურად სად იმყოფება ზაზა სარალიძე, ეს არის საგანგაშო სიტუაციაა, ბოლო მონაცემებით, 7-ის 15 წუთზე ზვიადს მოსწერა, რომ აქციაზე მოვიდოდა, ამის შემდეგ ამ ადამიანთან კონტაქტი ვერ მყარდება, ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეეშვით ძალადობას, რომელიც ამ ადამიანზე ხელახლა დაიწყეთ. უახლოეს მომავალში ამ ადამიანმა საჯაროდ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვერავინ პოულობს. გარკვეული ინფორმაცია ვიღაცამ გვითხრა, რო თითქოს სახალხო დამცველთან არის, თუმცა მას ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. გვეკითხებიან აქციის მონაწილეები, იგივე თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ამიტომ ეს არის ხელისუფლების დაგეგმილი ბინძური ქმედებები, ვთხოვთ, ზაზას თუ მას ესმის ჩვენი, გააკეთოს განცხადება, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. ზაზა გიტოვებთ ბოლომდე გვერდში, ვიცი, რომ სუს-ის, კუდის, შმუდი ყველა ამ ადამიანს დასდევდა მთელი დღეების მანძილზე, გააკეთეთ განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: rustavi2.ge

 

თრიალეთი TV