დომენიკ მანგოს “წამების" ვიდეო დადგმულია – შსს

კუკური ბარამიძის, იგივე დომენიკ მანგოზე ძალადობის ამსახველი ვიდეო, რომელიც მისივე ფეისბუქგვერდზე აიტვირთა, დადგმულია. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.


როგორც შსს-ში განგვიცხადეს, პოლიციამ მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო:


“გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო არის დადგმული და არავის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობის ფაქტი.”


დადგმულ ვიდეოში ჩანს, თითქოს რამდენიმე პირი დედის გინებით აიძულებს დომენიკ მანგოს ბოდიშის მოხდას პატრიარქის შეურაცხყოფისთვის.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: netgazeti.ge

 

Related posts