არცეველები ყოფილი ბიბილიოთეკის შენობის გაყიდვას აპროტესტებენ (1)

 

ქვემო  არცევის მოსახლეობამ დღეს სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ბიბლიოთეკის შენობის აუქციონზე გატანას აპროტესტებდნენ.  როგორც თავად ამბობენ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს, რომ შენობა იყიდება. რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.   სოფლის მოახლეობა  ადგილობრივ ხელისუფლებას  აღნიშნული შენობის ხალხისთვის გადაცემას სხოვს, ხალხი აპირებს, რომ   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  გამოყოფილი თანხით, იქ ამბულატორია განათავსოს.   არცევის ტერიტორიული ორგანოს  სპეციალისტის განცხადებით არცევის ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა  გორის მუნიციპალიტეტის  ქონების მართვის სამსახურის ბალანსზეა და გადაწყეტილებებსაც სწორედ იქ იღებენ. მან   ადგილობრივებს ურჩია, რომ ქუჩაში გამოსვლის ნაცვლად  განცხადება დაწერონ,  ხელმოწერები დაურთონ და  გორის მუნიციპალიტეტში შეიტანონ.

 

 

Related posts