პოლიტიკა

მარტა კოსი - საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს, ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი
5 წუთის წინ

მარტა კოსი - საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს, ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ გადავცეთ მათ ფული ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა“, – განაცხადა კოსმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები