"დროა" ხელისუფლებას მოსხლეობის დასაქმების კუთხით მეტი აქტივობისკენ მოუწოდებს (1)

საზოგადოებრივი კავშირი “დროა” ხელისუფლებას უმუშევართა ერთიანი ბაზის შექმნასა და მოსახლეობის დასაქმების კუთხით მეტი აქტივობისკენ მოუწოდებს. როგორც “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნუგზარ ალავიძემ და ნათია ქოქოსაძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 98% აცხადებს, რომ მათი სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. “დროას’’ წარმომადგენლების განცხადებით გამოკითხვა თბილისის მაშტაბით ჩატარდა, რომელმაც ქალაქში შემავალი 12-ვე მუნიციპალიტეტი მოიცვა და 1000-სზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, მათივე განცხადებით არ არის გამორიცხული მსგავსი ტიპის გამოკითხვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც ჩატარდეს.

 

 

Related posts