სოსო ცისკარიშვილი არჩევნებიშ შემდგომ პერიოდს აფასებს (1)

ორი ხელისუფლება და არცერთი ოპოზიცია,  პოლიტიკური თამაშის პირველი ტაიმი მოიგო ხალხმა, შესვენების დრო გაიჭიმა, მეორე ტაიმის მოგება ვერ მოხერხდა, რადგან პირველი 6 თვე დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა, ფინალისკენ მიმავალი შემდეგი 6 თვე კი ჩვენს სასიკეთოდ მოქმედებს- ასე შეაფასა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა. პოლიტილოგი დღეს ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდა.  სოსო ცისკარიშვილმა პოლიტიკური მდგომარეობა მიმოიხილა  და აღნიშნა, რომ ქვეყანა რთული პრობლემის წინაშე დგას. მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა, დიპლომატიურ კორპუსზე გავლენას ჯერ ისევ ახდენს, ისინი განაგებენ საბანკო სექტორს, აკონტროლებენ სასამართლო სისტემას და მედიის ნაწილს. თუმცა ცისკარიშვილის თქმით  მმართველი გუნდი სწორი მეთოდით მოქმედებს და პრობლემებს ეტაპობრივად გადაჭრის. დღევანდელ შეხვედრაზე ექსპერტმა საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა.

 

 

Related posts