აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, აშშ განაგრძობს ამ მიმართულებით საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით, მათ შორის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით და ამერიკული ბიზნესებისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაცნობით.
„ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს TRIPP-ის ინიციატივა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის მედიაციით არის შემუშავებული“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.