პოლიტიკა

გია ვოლსკი ევროკავშირის საბჭოს ანგარიშზე - მიზანი რჩება იგივე, რომ როგორმე საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება
9 წუთის წინ

გია ვოლსკი ევროკავშირის საბჭოს ანგარიშზე - მიზანი რჩება იგივე, რომ როგორმე საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება

ანგარიშის და რეზოლუციის დასკვნითი და შინაარსობრივი ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან - ჩვენი აზრით, მიზანი რჩება იგივე, რომ როგორმე საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება - რევოლუციის წახალისება მიმდინარეობს დღემდე, მათ შორის, ამ დოკუმენტით, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს წინააღმდეგ იმოქმედა კანონმა და დასჯილია, ეს რეალურად იმ სცენარის მიხედვით მოხდა, რომელიც თავად დაამუშავეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს საყვედურებს მათ მიმართ გამოთქვამენ.

„ანგარიშის და რეზოლუციის დასკვნითი და შინაარსობრივი ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან. თუ ვინმეს წინააღმდეგ იმოქმედა კანონმა და დასჯილია, ეს რეალურად იმ სცენარის მიხედვით მოხდა, რომელიც თავად დაამუშავეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს საყვედურებს ჩვენს მიმართ გამოთქვამენ. მოამზადეს, დააფინანსეს, პოლიტიკურად მხარი დაუჭირეს ექსტრემისტული პროცესების განვითარებას, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებში და საქართველოს უკრაინიზაციისკენ პირდაპირ მოუწოდეს. „მეიდანზეც“ღიად ალაპარაკდნენ ზოგიერთი ოფიციალური პირები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან…

ჩვენი აზრით, მიზანი რჩება იგივე, რომ როგორმე საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება. რევოლუციის წახალისება მიმდინარეობს დღემდე, მათ შორის ამ დოკუმენტით, რომელიც ახლა გამოქვეყნდა. საქართველოს ყველა საკითხი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, ზედმიწევნით აქვს შესრულებული და იმ ჩარჩოებში ჯდება, რომელიც განსაზღვრას საზღვრის კონტროლს, მესამე ქვეყნებიდან შემოსულ პირთა გადაადგილებას, სავიზო კონტროლის სიმკაცრეს საქართველოში და ა.შ. მთელი ეს მოთხოვნები კარგად არის შესრულებული”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს დოკუმენტი ქმნის თუ არა მოლოდინს, რომ ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედოს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამის მოლოდინი არ არსებობს.

„მიუხედავად ამ მოხსენებისა, არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ გადაიხედება [ვიზალიბერალიზაცია] და მთელ ქვეყანას და მოსახლეობას დასჯიან. ცალკეულ განცხადებებში მინიშნებაა, რომ მოსახლეობა დასჯას იმის გამო იმსახურებს, რომ “ქართულ ოცნებას” [არჩევნებში] მხარი დაუჭირეს. ამის ერთ-ერთ მექანიზმად, ბერკეტად და შანტაჟის ფორმად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა მიჩნეული. არსებობს დამოკიდებულებები, რეალური სურათის ხედვა - საქართველოში მოსახლეობა ინტელექტუალურად დაბალ დონეზე არ არის, რომ ვერ გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში და რა სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც გვემუქრება და მუშტებს გვიქნევს. მზად ვართ ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად ნებისმიერ დროს - თუნდაც დღეს მზად ვართ მოლაპარაკების პროცესი გავხსნათ. თუმცა 2028 წლისთვის გაცილებით მაღალ დონეზე ვიქნებით, ამასაც გარკვეულ პრეტენზიას გვიყენებენ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.

ამასთან, საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები