ვლადიმერ პუტინის განცხადება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე

რუსეთს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა პუტინმა.

 

მისივე თქმით, NATO-ს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იქნება საფრთხე და რეაქციაც უკიდურესად ნეგატიური იქნება.

 

„მე შესანიშნავად ვიცი, როგორ მუშაობს ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა, იქ ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, თუმცა ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში მიღებამდე, NATO-ს ცალკე წევრებთან ხომ შეიძლება მუშაობა ორმხრივ საფუძველზე. ეს გაკეთდა პოლონეთთან, რუმინეთთან, სადაც ახლა მიმდინარეობს აშშ-ის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსება”, – აღნიშნა მან.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება.

 

წყარო: commersant.ge

 

Related posts