პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ
57 წუთის წინ

მაკა ბოჭორიშვილი - არჩევნებში ხმის მიცემის წესთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არჩევნებში ხმის მიცემის წესის თაობაზე არარეზიდენტ მოქალაქეებთან დაკავშირებული ინიციატივა მიმართულია დემოკრატიული არჩევნების და უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვისკენ.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს და ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ახალი ინიციატივა არანაირად არ ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას.

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ უცხოურ გავლენებზე, გააზრებულ გადაწყვეტილებაზე, ამ დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებში რთულია, შენი მოქალაქეები საზღვარგარეთაც სრულად გყავდეს ინფორმირებული, რასთან გვაქვს საქმე, რას ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სად გადის უსაფრთხოება. კიდევ ერთხელ, არავინ იზღუდება ამ ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, უფლება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და მისცენ ხმა სასურველ საარჩევნო სუბიექტს, ხმის მიცემის უფლება განახორციელონ საქართველოში. ასეთი წესები არსებობს ბევრგან, ბევრი ქვეყნისთვის, ეს არ არის უცხო საერთაშორისო პრაქტიკა. ბევრი დემოკრატიული ქვეყანა იყენებს ამგვარ მიდგომას და პირველ რიგში, ეს გამომდინარეობს ქვეყნის საჭიროებებიდან, ქვეყნის უსაფრთხოების, მათ შორის დემოკრატიის დაცვის საჭიროებიდან“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები