გიორგი მამალაძეს მეუფეები დღეს აღარ მოინახულებენ

ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დღეს დაგეგმილი მეუფეების შესვლა გადაიდო.

ამის შესახებ “პრაიმტაიმს” საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მამა გიორგის მონახულებას დღეს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ქიტიაშვილი ვეღარ ახერხებს, რის გამოც მეუფეების შესვლა საპყრობილეში დღეს არ შედგება. დეკანოზის განმარტებით, მამა გიორგისთან შეხვედრა შესაძლოა ხვალ გაიმართოს.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნომ 11 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს საპატიმროში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს. სამდივნო ამით 10 ივლისს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ადვოკატმა ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მღვდელმთავრებთან შეხვედრის სურვილი გაახმოვანა.

 

 

წყარო: primetime.ge

Related posts