საბერძნეთში, სტიქიის ზონაში დაკარგული ორი ქართველიდან ერთი იპოვეს

საბერძნეთში სტიქიის ზონაში, სადაც საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებდნენ, ერთი მათგანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი ავრცელებს.

“ერთი მოქალაქე მოძებნილ იქნა და ის ოჯახთანაა და უსაფრთხოდ არის”, – ამბობს ნანობაშვილი.

პირების დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა საელჩოს რამდენიმე საათის წინ ცხელ ხაზზე შეატყობინეს. სტიქიის გამო საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზის ნომერი მოქმედებს: +30 69 9577 9793.

ტყის ხანძრების გამო საბერძნეთში ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასზე მეტი დაშავდა. მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრები რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ათენიდან ათიოდე კილომეტრში, საკურორტო ზონებში გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობამ ევაკუაცია დაიწყო. ცეცხლისგან თავდასაცავად ისინი ზღვაში შედიან.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრამ ხანძრების გამო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

 

წყარო: on.ge

Related posts