ერთი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც რუსთავში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ერთი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც რუსთავში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი სოფელ გაჩიანში, საკუთარ ავტომობილთან გარდაცვლილი ნახეს. პირველადი დათვალიერებით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

წყარო: primetime.ge

Related posts