”ხალხი ზღვისთვის ჩამოდის აჭარაში, თორემ კარგი სასტუმრო ყველგან არის”: ”საკანალიზაციო მილები” ზღვაში

(რეზონანსი)”ხალხი ზღვისთვისა და სუფთა სანაპიროებისთვის ჩამოდის მანდ, თორემ კარგი სასტუმროები ყველა ქვეყანას აქვს”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ვაზისუბნის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლატარია წერს.

“რამდენიმე ადამიანისგან უკვე მესმის, რომ აჭარაში მართლაც უამრავი რამ გაკეთდა, ძალიან მაღალი ხარისხის სასტუმროები აშენდა, მაგრამ წყალში ხვდებათ ფეკალიები და იწამლება ხალხი თუ ოდნავ მაინც შეყვათ წყალი. და საიდან მოდის ეს ფეკალიები? სამწუხაროდ, როგორც გავიგე პირდაპირ ზღვაში არის ხშირ შემთხვევაში მიერთებული “საკანალიზაციო მილები” და პასუხებიც ასეთია – აბა რა ვქნათო?!

სასტუმროც, გზაც, ინვესტიციაც სულ ტყუილად ხორციელდება თუ წყალს, სისუფთავეს და ბუნებას არ მიხედავთ. ხალხი ზღვისთვის და სუფთა სანაპიროებისთვის ჩამოდის მანდ, თორემ კარგი სასტუმროები ყველა ქვეყანას აქვს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა მიხედოს ასეთ პრობლემებს, მაგრამ იმ ხალხის არანაკლები პასუხისმგებლობაც არის რომლებიც ამხელა ინვესტიციას ახორცელებენ, საკანალიზაციო სისტემა ზღვაში კი არა, სპეციალურ ადგილებში გაიყვანონ!”, – წერს ლატარია.

 

 

წყარო: resonancedaily.com

Related posts