შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

არც პრეზიდენტს, არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე-ირაკლი ღარიბაშვილი

არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სჯერა, რომ ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას დამსახურებული სტატუსი მიანიჭონ.

„ბოლოს მინდა შევახსენო – არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს – ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.