თავდაცვის უწყებაში დათხოვნილი კადრები ბრუნდებიან

საქართველოს თავდაცვის უწყებაში დათხოვნილი კადრები ბრუნდებიან. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გორში ყოფნის დროს განაცხადა. მისი განმარტებით   2012 წლის 25 ოქტომბრიდან 12 თებერვლის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენისა და დასაქმების თხოვნით 3 323 პირმა მიმართა. მათ შორის 443- უფროსი ოფიცერია, 409 უმცროსი ოფიცერი, 1 976 კაპრალი და სერჟანტი და 495 სამოქალაქო პირი. დღევანდელი მდგომარეობით, მიღებული განცხადებებიდან 435 სამხედრო და სამოქალაქო პირი უკვე აღდგენილია, ხოლო 500-მდე პირი დანიშვნის პროცედურებს გადის.

მიღებულ განცხადებებს გაერთიანებულ შტაბში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი განიხილავს. მის შემადგენლობაში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები შედიან. დასაქმების მსურველებს სპეციალურ ტესტირებას და შემოწმებას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ მოამზადებენ  სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს მათი დანიშვნისა თუ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

 

 

 

Related posts