“ქართული ოცნების” შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

ქართული ოცნების შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელსაც მმართველი პარტია საიდუმლოდ ტოვებს.

მონაცემები პირველმა რადიომ გაავრცელა.

კვლევა ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარდა. მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი.

შედეგები ასე გადანაწილდა:

ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე – 25.8 %;

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე – 15%;

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 12.8 %;

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი – 4.4 %;

შენების მოძრაობა – დავით უსუფაშვილი – 2.1%;

შიდა გამოკითხვაში მონაწილეთა 33% პროცენტი კი საკუთარ არჩევანზე არ საუბრობს.

 

წყარო:  rustavi2.ge

Related posts