პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ელჩებზე - ჩართული არიან პროცესებში, რომელიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ქვეყანაში
19 წუთის წინ

ირაკლი კობახიძე ელჩებზე - ჩართული არიან პროცესებში, რომელიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ქვეყანაში

კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, ისინი, პირდაპირ არიან დაკავებული რადიკალიზაციის გაღვივებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შესახებ დასმულ კითხვას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ისინი პირდაპირ არიან ჩართული პროცესებში, რომელიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში“.

„გახსოვთ 100 წლის წინ, როგორები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები. ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, ასეთი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში. თქვენ იცით, თავის დროზე ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ზუსტად ასეთ პროცესებს უპირისპირდებოდა. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ასეთი პროცესებისგან. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ასეთ პროცესებში, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება რა თქმა უნდა, საქართველოში ევროკავშირის იმიჯზე და ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა, რასაც ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები