ვგმობ ძალადობას – ლადო სადღობელაშვილმა “ქართული მარში” დატოვა

ლადო სადღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა “ქართული მარში” დატოვეს. ამის შესახებ სადღობელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“საგანგებო განცხადება!!!

– საოზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე,მინდა გაუწყოთ,რომ მე ლადო საბრდღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა პოლიტიკური თუ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე დავტოვეთ “ქართული მარში”!

– 9სექტემბერი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთერთი მნიშვნელოვანი თარიღია… მავანნი მას შეგნებულად ცდილობენ,ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ ისტორიული სახელი,ტოლერანტობის და ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ.

– ჩვენ, მე ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი ვგმომთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას … არ ვუერთდებით ე.წ სპეციალურად დაგეგმილ “პროვოკაციას”, მოვუწოდებთ ყველას! არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ არეულობას ისახავს,მითუმეტეს ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას.
ps. სინამდვილეში მართმადიდებელობა შემწყნარებლობას და სიყვარულს ქადაგებს… პატივისცემით ლადო სადღობელაშვილი!”, – წერს სადღობელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს “ქართული მარში” გეგმავს, რომ გააპროტესტონ “დინამო არენაზე” გურამ კაშიას ქმედება.

კაშიამ ჰოლანდიის ერთ-ერთ ტურში გუნდი მოედანზე ლგბტ პირების მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. ამისთვის კაშია უეფამ სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვა.

 

წყარო:  metronome.ge

Related posts