ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება

11 სექტემბრის 14:20 საათის მდგომარეობით, კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია გუშინ ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი არასრწულწლოვანი.

როგორც “ნეტგაზეთს” რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს, არასრულწლოვნი “უმძიმეს მდგომარეობაშია”. მათი ცნობით, მას გული ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული, თავის ტვინის ღრმა დაზიანება აღენიშნება, და საჭიროებიდან გამომდინარე უტარდება მკურნალობა.

10 სექტემბერს თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის ახლომახლოს, სავარაუდოდ, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევისას, ნანგრევებში მოყვნენ 8, 15 და 14 წლის ბავშვები. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-მ გუშინ საღამოს დაწერა, რომ ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, შსს-ის ცნობით, სტაბილური იყო.

გამოძიება დაწყებულია სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის (სსკ 240-ე მუხლი).

Related posts