,,ციგნებისთვის არ შეიძლება გარე ვაჭრობა და ქართველებისთვის შეიძლება“

გარე მოვაჭრე ბოშები საკუთარ ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირებენ  მათთვის  ქალაქ გორში, გურამიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე,  გარე ვაჭრობის აკრძალვას. ამის შესახებ ერთ–ერთმა მოვაჭრემ  ,,თრიალეთს“ განუცხადა, რომელიც ეთნიკურად ბოშაა.

,,ციგნებისთვის არ შეიძლება გარეთ ვაჭრობა და ქართველებისთვის შეიძლება“ – განაცხადა ერთ–ერმა ბოშა მოვაჭრემ.

აღნიშნულ განცხადებს არ ეთნხმებიან ეთნიკურად ქართველი მოვაჭრეები, მათი თქმით გორის მუნიციპალიტეტის  ზედამხედველობის სამსახურმა  განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ყველას ერთად აუკრძალა გარე ვაჭრობა.

ყოველგვარ  დისკრიმინსაციას გამორიცხავენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მათი თქმით  განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ყველა მოვაჭრეს  აუკრძალეს გარე ვაჭრობა.

Related posts