„ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი“ – მეუფე პეტრე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, კვირას ქადაგებისას მმართველუ გუნდის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერილ კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილზე დ ამის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. მან ასევე მოუწოდა ამომრჩეველს, გამოიჩინოს გონიერება და ისევე თქვას უარი ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, როგორც ეს კრემლის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საფრანგეთის მოსახლეობამ გააკეთა.

„ქართველ ერს არასოდეს დაპყრობითი ომი არ უწარმოებია, ყველა ბრძოლა ეს იყო დიდი წარმატება, დიდგორი-ბასიანი და სხვა, თუ მარცხი, ყოველთვის, ყველა ომი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის გარეთ არასოდეს ყოფილა არცერთი ომი.

შესაბამისად, ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ან უმეცრება, საქართველოს ეკლესიისა და ისტორიისა, ან არის ეს შეგნებული ბოროტება.

მიმაჩნია და ვფიქრობ, და მინდა ვირწმუნო, როგორც თვით საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და უთხრა მას უარი, ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე“-ამბობს მეუფე პეტრე.

წყარო: newposts.ge

Related posts